შეავსე ფორმა
Logo
თავისუფლება თუ შიში? ცურვის შიში სამხრეთ კავკასიაში
22 მაისი 2017

დიდი ხანია, ეკონომისტები დაობენ, თუ რომელი სავალუტო რეჟიმი უნდა აირჩიონ განვითარებადმა ქვეყნებმა: დააფიქსირონ გაცვლითი კურსი სხვა რომელიმე ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) ვალუტასთან (ვალუტებთან) მიმართებაში თუ ბაზარს მიანდონ ის მისი დადგენა. ინტუიციურად, სავალუტო კურსი ჩვეულებრივი ფასია, ისეთივე, როგორიც ტომარა კარტოფილის, ლიტრი რძის ან კილოგრამი თაფლის ფასი. განსხვავება ის არის, რომ სავალუტო კურსი გვიჩვენებს ერთი ერთეული უცხოური ვალუტის (მაგ. აშშ დოლარის) ღირებულებას ადგილობრივ ვალუტაში.

კვლევა სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის ხელშეწყობაზე
15 თებერვალი 2017

სამხრეთ კავკასიაში ვაჭრობის კვლევამ უნდა გამოავლინოს მიმართულებები, რომლებიც ფოკუსირდება სამ თემატურ კომპონენტზე: 1) ვაჭრობა, ექსპორტი, ინვესტიციები და კერძო სექტორის განვითარების ზომები, 2) საზღვრების მართვა, 3) ახალი განვითარება რეგიონულ ინტეგრაციაში.

სამხრეთ კავკასიაში სასურსათო უსაფრთხოების მონაცემების შესაბამისობისა და შეგროვების მექანიზმების შეფასება
30 დეკემბერი 2015

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული კვლევითი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

ტოქსოპლაზმა და ახალშობილთა გენდერული დისბალანსი სამხრეთ კავკასიაში
14 მარტი 2014

2012 წელს აისეტის ეკონომისტის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში იაროსლავა ბაბიჩმა განიხილა ახალდაბადებულთა გენდერული დისბალანსის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, რომელიც ბოლო დროს კულუარული საუბრების თემა გახდა. იაროსლავა ბაბიჩის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ახალშობილი ვაჟების რაოდენობის გოგონებთან თანაფარდობის მიხედვით საქართველო მხოლოდ ჩინეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჩამორჩება.

გენდერული დისბალანსი: სამხრეთ კავკასია ჩინეთის გზას მიუყვება
22 აპრილი 2012

2012 წელს ჩინეთში ყოველ 100 ახალშობილ გოგოზე 113 ბიჭი მოდიოდა, ინდოეთში – 112, ვიეტნამში – 111. უკვე დიდი ხანია, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გენდერული დისბალანით გამოწვეული სოციალური კრიზისის საფრთხე მედიის ყურადღების ცენტრშია.

შეავსე ფორმა